აიცრებიან თუ არა 12-დან 16 წლამდე მოზარდები – მინისტრის მოადგილის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საბჭო იმსჯელებს იმ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც, რომლებსაც აქვთ თანხმლები დაავადებები.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე შეიქმნა პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე, 12-დან 16 წლამდე მოზარდები აიცრან.

„მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირასა და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით. არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან მოგეხსენებათ, ჩვენც ვიწყებთ აცრებს, ხოლო მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ მომდევნო კვირაში. შესაძლებელია, ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ.

უკვე შეიქმნა იმის პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრან 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები