დოკუმენტური ფილმის – ,,ხაბაზების” ონლაინპრემიერა გაიმართება
9 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული არქივის ფეისბუქგვერდზე, ციფრულად რესტავრირებულ დოკუმენტურ ფილმს – „ხაბაზები“ მაყურებელი ონლაინპრემიერის ფორმატში იხილავს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, რეჟისორ ბიძინა რაჭველიშვილის დოკუმენტური ფილმი „ხაბაზები“ გია ბადრიძის სცენარით 1970 წელს „საქართველოს ტელეფილმების სტუდიის“ ბაზაზეა გადაღებული და პურის თონეში ცხობის ქართულ ტრადიციას ასახავს.
ფილმი 2018 წელს ბოლონიის კინოფესტივალზე, საარქივო ფილმების სექციაში იყო ნაჩვენები.
ეროვნული არქივი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მაყურებელს რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს 2 კვირაში ერთხელ სთავაზობს.
ფილმის ნახვა შესაძლებელია: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia