პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაცია ოთხმა წევრმა დატოვა.
ამასთანავე, მათ მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს საარჩევნო რეგისტრაციიდან მათი კანდიდატურის გაუქმება.
„ლელო საქართველოსთვის“ დატოვეს: გიორგი მაისურაძემ, გივი ივანიძემ, ზაურ მელიქიძემ და ხათუნა ნარიმანიშვილმა. ყველა მათგანი „ლელოს“ მხრიდან საკრებულოს პროპორციული სიის წევრები იყვნენ.