„პოლიტიკა – სცენაგაბრწყინებული თეატრია, თეატრი კი გონებადაბნელებული პოლიტიკოსების სხვადასხვა მაქინაციით წარმოჩენა“…
მთარგმნელი და მუსიკოსი ირინე გოჩაშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკისა და თეატრის მსგავსებაზე აქვეყნებს სტატუსს:
„პოლიტიკა და თეატრი!
საიდან სადაო? – იკითხავთ.
საიდან? – პოლიტიკიდან!
საად?- თეატრში!
აბა, სხვაგან სად ნახავთ,ან გაიგონებთ სიმართლეს? სწორედ თეატრია ის ფენომენი, რომელსაც ასევე „ფენომენალურ” სიცრუეს და სიმართლეს შენიღბული სახით წარმოადგენს! ვებრძვით პოლიტიკის არენაზე ერთმანეთს: ვიბრძვით საკუთარი თავის წარმოსაჩენად (განსაკუთრებული ღელვა დებიუტანტებს ემჩნევათ) და ერთმანეთის შესაბილწად… გავდივართ რეპეტიციებს, ანუ ვვარჯიშობთ არასაჭირო ბილწსიტყვაობასა და პრაგმატულ-ტკბილსიტყვაობაში და აი შედეგიც: პრემიერა! (რეპეტიციებს გავდივართ, ანუ ვვარჯიშობთ- მეთქი…და აქვე შეგახსენებთ, რომ სიტყვა „ვრეპეტიციობთ” არასწორი გრამატიკული ფორმაა, რომელსაც ხშირად თავად, სამწუხაროდ, მსახიობები ამბობენ). ეს არის კალკი, რომელიც არა მხოლოდ მსახიობებს ეშლებათ – არამედ რუსული იმპერიის გადმოქართულებულ სიმახინჯეს ემსახურება! დიახ, ერთმანეთს ებრძვიან ე.წ. პოლიტიკოსები, რუსული პოლიტტექნოლოგიის წესებით და მისსავე წისქვილზე ასხამენ წყალს!
ისე რომ, პოლიტიკა – სცენაგაბრწყინებული თეატრია, თეატრი კი გონებადაბნელებული პოლიტიკოსების, სხვადასხვა მაქინაციით წარმოჩენის საუკეთესო ადგილი! ამ „თეატრში“ ყველა ჟანრია: პამფლეტი, კომედია, დრამა, მელოდრამა, ტრაგედია და რაც ყველაზე სავალალოა – ეროვნული ტრაგი-კომედია“! – აღნიშნავს ირინე გოჩაშვილი.