ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა
ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა.
ინფორმაცია “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ საქართველოს მოქალაქე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
“გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. გარდაცვლილია ინტოქსიკაციით. აღნიშნული ფაქტის შესახებ, ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს”, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.