კახა კუჭავა: როდესაც ვსაუბრობთ მომავალ არჩევნებზე, ყველა კარგად ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს

როდესაც ვსაუბრობთ მომავალ არჩევნებზე, ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და ყველა კარგად ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვაბარებთ ანგარიშს და ვიღებთ ინფორმაციას მოსახლეობისგან თუ რა არის დამატებითი საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია გავაჩინოთ, რათა უფრო გავაძლიეროთ რეგიონებიმ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

„მოგესალმებით ხონელებო! მივესალმები ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტს სადაც ძალიან ბევრი დიდი ქართველი დაიბადა. ირაკლი აბაშიძე- ყველასთვის საყვარელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, უსაყვარლესი იპოლიტე ხვიჩია და ბევრი სხვა. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემპიონი, თქვენი კუთხის და მთელი საქართველოს სიამაყე, ხონის სპორტსკოლის გაზრდილი მარიამ მურღვლიანი, რომელმაც სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. რომელმაც სიამაყით აგვავსო თითოეული ქართველი. ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. ეს არ არის მხოლოდ ხონის და ამ სპორტსკოლის გამარჯვება, ესა მთელი საქართველოს გამარჯვება და ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ყველამ, ჩვენმა ახალგაზრდებმა ბრძოლა ჩემპიონობისთვის.

ეს პირველ რიგში მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მუნიციპალიტეტში განვავითაროთ ყველა მიმართულება- ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სპორტი. როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ, ყველას ახსენდება ოკაცეს ულამაზესი კანიონი, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს. არ შეიძლება არ ვახსენოთ კინჩხის ჩანჩქერი. ერთია გქონდეს ულამაზესი ბუნება და მეორე, რომ სწორად განავითარო ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა სარგებლის მიღება ბოლომდე შეძლო.

მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა კინჩხის ჩანჩქერის ტურისტული ატრაქციების, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაც დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. პანდემიასთან ბრძოლას დავასრულებთ და ეს ულამაზესი ადგილი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ადგილები, რომელიც სიამაყით, გავსებს, რომ ამ კუთხის, ამ ქვეყნის შვილი ხარ.

განვითარება არ არის მხოლოდ ტურიზმი. უმნიშვნელოვანესია შევძლოთ რომ თითოეულ რეგიონში ეკონომიკურად უფრო ძლიერი ოჯახები გვქონდეს. ამისთვის არის ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროგრამა, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს და აუცილებელია მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, თუ რამდენად სასარგებლოდ შეიძლება მათ გამოყენება. მნიშვნელოვანია კონსულტაცია მივიღოთ დამატებით, როგორ შევძლოთ განვავითაროთ პატარა მეურნეობები. ამის ხელშეწყობა არის სახელმწიფოსგან. მთავარია მეტი ახალგაზრდის ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლითაც ყოველდღე იქნება დაკავებული მერი და საკრებულო .

როდესაც ვსაუბრობთ მომავალ არჩევნებზე, ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და ყველა კარგად ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვაბარებთ ანგარიშს და ვიღებთ ინფორმაციას მოსახლეობისგან თუ რა არის დამატებითი საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია გავაჩინოთ, რათა უფრო გავაძლიეროთ რეგიონები.

ძლიერი რეგიონების გარეშე ვერ გვექნება ძლიერი საქართველო. თებერვალში გავაცხადეთ და საგაზაფხულო სესიაზე საარჩევნო კოდექსში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მივიღეთ. პროცესში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა დაინტერესებულმა მხარემ- საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა ძალებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთო კონსენსუსით მოხდა ამ ცვლილებების მიღება.

ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ სპეკულაციები, რომელიც მომდინარეობს არჩევნების წინა დღეებში ან შემდეგ და ასეთი ბევრი გვახსოვს, თავიდან იქნება არიდებული. ეხება ეს უბნების სავალდებულო რაოდენობით გადათვლას, ელექტრონულ დათვლას, რომელიც ახალი ტექნოლოგიაა და პირველად დაიტესტება საქართველოში ეს და ბევრი სხვა სიახლე, მოგვცემს საშუალებას არჩევნები ჩავატაროთ, დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში, რომ მიეცეს ყველას საშუალება გამოხატოს თავისი ნება და ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა.

გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ახალი პროგრამებით, ხედვით შეძლებს მეტი სარგებელი მოუტანოს ამ მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები