“წლის განმავლობაში საინვესტიციო ამონაგებმა 796.0 მლნ ლარს მიაღწია, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია” – საპენსიო ფონდი

“წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო ამონაგებმა 796.0 მლნ ლარს მიაღწია, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია”, – ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

როგორც გამოქვეყნებულ ტექსტშია აღნიშნული, 2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის რეკორდული საინვესტიციო შედეგების წელი იყო.

“ამ შედეგის მთავარი წყაროები იყო:

სადეპოზიტო სერტიფიკატები — ₾440.0 მლნ, მთლიანი საინვესტიციო ამონაგების 55.4%

საერთაშორისო აქციები — ₾239.2 მლნ, 30.1%

ქართული სახაზინო ფასიანი ქაღალდები — ₾76.1 მლნ, 9.6%

სხვა აქტივები — ₾39.8 მლნ, 5.0%

შედეგი აჩვენებს, რომ ფონდის ამონაგები ერთდროულად ეფუძნებოდა როგორც ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებიდან მიღებულ სტაბილურ შემოსავალს, ისე საერთაშორისო აქციების ძლიერ ზრდას.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დივერსიფიცირებული საინვესტიციო სტრატეგიის მნიშვნელობას მონაწილეთა გრძელვადიანი დანაზოგების ზრდისთვის”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები