თელ-ავივში სირიის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა

თელ-ავივში, ქფარ – შალემის რაიონში სირიის არმიის მიერ გაშვებული რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტეს, რომ ეს იყო იმ რაკეტის ნაწილები, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში აფეთქდა და იყო გაშვებული სირიის ტერიტორიიდან.

როგორც ისრაელის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, გამომდინარე იქედან, რომ რაკეტა ზღვაში ჩავარდა, განგაშის სირენები არ ამუშავებულა.

9 tv.co.il წერს, რომ გვიან ღამით თელ-ავივში, რამათ-ღანიში, ღერცლიისა და სხვა დასახლებული პუნქტებში მცხოვრები მოსახლეობა აფეთქების ხმამ გააღვიძა.

ამასთანავე, გუშ-დანაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ღამით მშვიდად ეძინათ და არაფერი გაუგიათ.

სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრში განაცხადეს, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ობიექტები, რომლებიც განლაგებულია სირიაში და კონტროლდება პროირანული ძალების მიერ. მათივე თქმით, ამ ობიექტებზე მიმდინარეობს სარაკეტო არსენალის გაუმჯობესების სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები