ნათელაშვილი საქალაქოს მიმართავს – დაჩქარებული წესით განიხილოს სარჩელი, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმებას ეხება

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი საქალაქო სასამართლოს მიმართავს, დაჩქარებული წესით განიხილოს პარტიის სარჩელი, რომლითაც “ლეიბორისტები” საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.

შალვა ნათელაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლო იძულებული გახდა, წარმოებაში მიეღო სარჩელი და ახლა აუცილებელია, მისი განხილვა დაუყოვნებლივ დაიწყოს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პანდემიის პერიოდში არცერთ ქვეყანაში აკრძალულა, რადგან იქ ტაქსებსა და პატარა მანქანებთან შედარებით დაინფიცირების ნაკლები საფრთხეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები