კახა კალაძე: ევროკავშირისგან სესხის აღების აუცილებლობა არ არსებობს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირისგან სესხის აღების აუცილებლობა არ არსებობს. როგორც მერმა აღნიშნა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს სესხისთვის მიმართავდა.
„ამ ეტაპზე, არ არის სესხის აღების აუცილებლობა, თუ იქნება აუცილებლობა, მივმართავთ. ყველაფერს თავისი სახელი აქვს. სესხს სესხი ჰქვია, დახმარებას – დახმარება. დახმარება, შინაარსობრივად, სხვა რამეს ნიშნავს, სესხი – სხვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მას არ მოუსმენია და, შესაბამისად, ვერ შეაფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აღნიშნულ თემაზე.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სესხზე უარის თქმა მისთვის გაუგებარია.