BIAFF საერთაშორისო კონკურსში ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

წელს საერთაშორისო კონკურსში 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. BIAFF კინოფესტივალი ჩატარდება  ბათუმში 13-19 სექტემბერის პერიოდში. ინფორმაციას BIAFF-ის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
BIAFF საერთაშორისო კონკურსის მხატვრული ფილმების სექცია ასე გამოიყურება:

1. „ბარადარ ბენდი“, მანიჯე ჰეკმატი, ირანი, 2021, 75 წთ.
2. „უბოლსინი“, ადილხან იერჟანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020, 71 წთ.
3. „მდუმარე“, პასკალ რაბატე , საფრანგეთი, 2020, 85 წთ.
4. „ჰასანის ვალდებულება“, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი, 2021, 147 წთ.
5. „შენ ვერ იხილავ ზამთარს“, აბდოლრეზა კაჰანი, კანადა, 2021
6. „ევოლუცია“, კორნელ მუნდრუცო, გერმანია.უნგრეთი, 2021, 97 წთ.
7. „მარტორქა“, უკრაინა/გერმანია/პოლონეთი, ოლეგ სენცოვი, 2021, 101 წთ.
8. „ოთარის სიკვდილი“, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021, 105 წთ.
9. „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“? ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია. 2021, 150 წთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები