კალაძე: სიცრუეა, რომ თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ისეთი დურაკები ვართ, რომ უარს ვეუბნებით
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 75 მილიონი ევრო, რომელზეც მთავრობამ უარი თქვა, არა დახმარება, არამედ სესხი იყო.
მან ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საზოგადოება “შეცდომაში ნუ შეჰყავთ”.
“არ არის დახმარება, საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში, ეს არის სესხი. განსხვავება არის დახმარებასა და სესხს შორის. გაქვთ მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, რომ თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი დურაკები ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს”, – განაცხადა კახა კალაძემ.