ირაკლი ღარიბაშვილი: რასაც დღეს „ნაცმოძრაობა” ჩადის, ამას ჰქვია პოლიტიკური ფარისევლობა, ვითომ ძალიან წუხან ევროკავშირის დახმარებაზე თუ სესხებზე

“რასაც დღეს „ნაცმოძრაობა” ჩადის. ამას ჰქვია პოლიტიკური ფარისევლობა, რომ ვითომ ძალიან წუხან ისინი ევროკავშირის დახმარებაზე თუ სესხებზე და ა.შ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომ 14-მა ოპოზიციურმა პარტიამ ნატო-ს გენერალურ მდივანს ევროკავშირის ფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„14 უდრის ერთს – „ნაცმოძრაობას”. რა შუაშია ნატო-ს გენმდივანი ან შარლ მიშელი ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს, ჩვენ გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით, მემგონი, ზედმეტია, ხალხი დავღალეთ, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები და საერთოდაც, ფარისევლობაა ის, რასაც დღეს „ნაცმოძრაობა” ჩადის. ამას ჰქვია პოლიტიკური ფარისევლობა, რომ ვითომ ძალიან წუხან ისინი ევროკავშირის დახმარებაზე თუ სესხებზე და ა.შ”,  – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები