თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა ანტირეკორდი დაფიქსირდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

აღინიშნება, ვირუსს კიდევ 290 ადამიანი შეეწირა, რაც 6 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთანავე, თურქეთისთვის ლეტალობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 30 აპრილს იყო, როდესაც ვირუსს 394 კოვიდპაციენტი შეეწირა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მიხედვით, თურქეთში კორონავირუსის 6,412,277 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 57 ათასი პირი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები