ეროვნული კინოცენტრი იწყებს საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის
ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ეროვნული კინოცენტრი იწყებს საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი მიიღებს 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის 17:00 საათამდე.
წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ოქტომბრის დასაწყისში.
კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2021 წლის 10 ოქტომბრამდე.
იხ. დაწვრილებით: