პენტაგონი, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის უკანონო ოკუპაცია და მზად არის, გააძლიეროს კავშირი უკრაინასთან, – ამის შესახებ პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ ანდრე ტარანთან შეხვედრაზე განაცხადა.

კერძოდ, ოსტინმა თქვა, “ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია და  აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მხარდაჭერა. ჩვენ კვლავაც ვიქნებით თქვენ გვერდით რუსული აგრესიის წინაშე.”

სტრატეგიული თავდაცვის პარტნიორობის განმტკიცების ფარგლებში, ოსტინმა და ტარანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც შექმნილია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

”დოკუმენტი ხელს უწყობს საერთო პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს ორმხრივ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში, განაგრძობს უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გაწევაში”, – თქვა ოსტინმა.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმებს ნატო-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებების მხარდასაჭერად, თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, კიბერთავდაცვა და დაზვერვის გაზიარება.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 60 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

დღეს თეთრ სახლში უკრაინისა და შეერთებული შტატების პირველი პირები შეხვდებიან ერთმანეთს.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო ორჯერ გადაიდო. თავდაპირველი შეთანხმებით, მოლაპარკება 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, შემდეგ თარიღი 31 აგვისტომდე გადაწიეს, 29-ში კი,მ გახდა ცნობილი, რომ თეთრი სახლის ლიდერი კოლეგას 1-ელ სექტემბერს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები