ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4%-ით, ხოლო გარდაცვლილთა – 2%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 23-29 აგვისტოს პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 4 395 748 პირი დაინფიცირდა, რაც 16-22 აგვისტოსთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს მსოფლიოში 67 388 პაციენტი შეეწირა, რაც 16-22 აგვისტოს კვირასთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

აღინიშნება, რომ ინფიცირების ზრდა შეინიშნება დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 7%-ით; ამასთანავე, შემცირებულია ამერიკაში 9%-ით; აფრიკაში – 7%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 3%-ით.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 16%-იანი მატება ფიქსირდება; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 9%-იანი; ევროპაში – 4%-იანი და ამერიკაში – 1%-იანი მაშინ, როდესაც შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 20%-ით და აფრიკაში – 3%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები