აზერბაიჯანში კოვიდგარდაცვლილთა სტატისტიკა იზრდება – სასწრაფო დახმარებას კი ექიმები ესაჭიროება
აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.
ბოლო ერთ დღეში რესპუბლიკაში ინფიცირების 3 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ 44 პაციენტი ემსხვერპლა.
ამ ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარებისთვის ქვეყნის მასშტაბით “კორონავირუსით ინფიცირებულთათვის უწყვეტი და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად” 60 წლამდე ექიმ-ანესთეზიოლოგებს, რეანიმატოლოგებს, თერაპევტებსა და ინფექციონისტებს ეძებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთება ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეეძლებათ.