სოზარ სუბარი: ოპოზიციას კამპანია, რეალურად, არ აქვს, ისინი მუშაობენ დესტრუქციაზე
“კამპანია, რეალურად, არ აქვთ, ისინი მუშაობენ დესტრუქციაზე, რომ რამენაირად ავნონ საარჩევნო პროცესს და ემზადებიან არჩევნების შემდეგი დღისთვის, თუმცა, მანდაც არაფერი გამოუვათ, როგორც არ გამოუვიდათ ამ წლების განმავლობაში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიცია, პრაქტიკულად, არ ატარებს საარჩევნო კამპანიას. ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, როცა ადამიანებს უნდა შეხვდე და აუხსნა, რა კონკრეტული გეგმა გაქვს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, კონკრეტულ ქალაქში. მსგავსი არაფერი ხდება. თავიდან ლაპარაკობდნენ რაღაც გაუგებარ რეფერენდუმზე, ახლა რეფერენდუმზე ლაპარაკიც შეწყვიტეს და მართლაც სრულ გაუგებრობაში არიან თვითონაც და გაუგებრობაში ამყოფებენ საზოგადოებასაც“, – განაცხადა სუბარმა.