„ლიმენი“ სვანეთის მუზეუმში

სვანეთის მუზეუმში თამო ჯუღელის და ნინა კინწურაშვილის ჯგუფური გამოფენა „ლიმენი” რამდენიმე დღეში დაიხურება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლიმენი ორი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის, ნინა კინწურაშვილის და თამო ჯუღელის პირველი სამუზეუმო გამოფენაა.
გამოფენაზე ყველანაირი სოციალურ სივრცე თუ კონცეფციაა, სადაც ლიმენარული კონდიციებია არეკლილი. ამ სივრცეების კვლევა იდენტობის ჩამოყალიბებას, გავრცობას ექვემდებარება, სადაც გამოიხატება ჩვენი შუამავალი, გარდამავალი  კონდიციები. ლიმინარულ სამყაროში ჩვენი გონება აღწევს იმ ტრანზიტულ წიაღს, თავისუფლდება ყველა ნორმატიული კონტექსტიდან და ირაციონალურისა და რაციონალურის, ორგანულისა და სტერილურის, წარმოსახვით ზოომორფულისა და ანტროპომორფულის ზღვარზე იმყოფება.

მის: მესტია, ა. იოსელიანის ქუჩა 7.
ვრცლად გამოფენის შესახებ: https://bit.ly/3czp5hu

ფოტო: ნათია ნაკანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები