დავით გაგუა: ახლა უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მოიმატა ნაადრევმა მშობიარობამ და მკვდრადშობადობებმა

„იმუნური სისტემა პასუხობს ორსულობას და სხვა პათოლოგიებიც თავს იჩენს. შესაბამისად, ორსულობის განვითარების დროს გართულებები მეტად მოსალოდნელია. ახლა უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მოიმატა ნაადრევმა მშობიარობამ და მკვდრადშობადობებმა”, – ამის შესახებ დავით გაგუას კლინიკის დირექტორმა და მეან-გინეკოლოგმა, დავით გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი თვის წინ ასეთი მონაცემები არ იყო.

“ერთი თვის წინ ასეთი მონაცემები არ იყო. მოიმატა, რადგან იმუნურმა სისტემამ და ბრძოლისუნარიანობამ ვერ უპასუხა. დელტა შტამი უფრო დიდი აგრესიულობით იჩენს თავს და უფრო ვერაგად და მძიმედ მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით გაგუამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები