ამირან გამყრელიძე: რაც უფრო მეტს ავცრით, ქვეყანაში მით უფრო ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება
“რაც მეტს ავცრით, მით მეტი და უფრო ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება ქვეყანაში, ახალ წელს შევხვდებით ძველებურად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ქვეყანაში ცხოვრობს 2 მლნ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი. ჩვენი სამიზნე გათვლილი იყო მილიონ 700 ათასის აცრაზე. თუ 2 მლნ 700 ათასს მოზრდილს ავცრით, კიდევ უკეთესი.
ჩვენ ვმუშაობთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვადასხვა გადაწყვეტილებას ველოდებით, რომ შეიძლება, დაიწიოს ასაკმა იგივე “ფაიზერსა” და “მოდერნასთან” მიმართებით 12 წელზე. მაშინ კიდევ 200-250 ათასი მოზარდი დაგვემატება. თუ დღევანდელი ტემპით წავედით, ჩვენ წლევანდელ მიზანს ვასრულებთ. რაც მეტს ავცრით, მით მეტი და უფრო ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება ქვეყანაში. ახალ წელს შევხვდებით ძველებურად“, – აღნიშნავს გამყრელიძე.