დღეს, 20:00 საათზე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში (მედიათეკის გვერდით) პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე პარტიის რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდება. შეხვედრა ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება.