კახა კალაძე: ახლა ვაქცინაცია 3 ავტობუსშია შესაძლებელი, თუმცა, მათი რაოდენობა 10-მდე გაიზრდება

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას და დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს, მნიშვნელოვანია.

“ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრს მადლობა მინდა, გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რაც ამ ომში არის, ეს არის ვაქცინაცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას და დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენ ამ პროცესს ყველანაირად შევუწყობთ ხელს. პირველ ეტაპზე სამი ავტობუსია გამოყოფილი, შემდეგ გაიზრდება 10-მდე, რადგან თითოეულ რაიონში ერთი ავტობუსი გადაადგილდებოდეს და იქ მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი რაიონიდან გასვლის გარეშე მოახერხოს აცრის გაკეთება. ავტობუსები ყველანაირად ადაპტირებული და მოწყობილია”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები