გივი მოდებაძე: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზედების ხელშეწყობა მუნიციპალური საქმიანობის პრიორიტეტი იქნება
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზედების ხელშეწყობა მუნიციპალური საქმიანობის პრიორიტეტი იქნება, რათა თქვენ ჭიათურაში ღირსეულად დასაქმება შეძლოთ, – ამის მიმართა ახალგაზრდებს “ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ.
“ახალგაზრდებო, თქვენს ხელშია საქართველოს მომავალი. დღეს უმრავლესობა თქვენგანი სტუდენტია. ეს მისასალმებელია. უნდა გახდეთ პროფესიონალი სპეციალისტები და შემდეგ დაუბრუნდეთ მშობლიურ ქალაქს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზედების ხელშეწყობა მუნიციპალური საქმიანობის პრიორიტეტი იქნება, რათა თქვენ ჭიათურაში ღირსეულად დასაქმება შეძლოთ.
ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას და დარწმუნებული ვარ ამ პროცესს წარმატებით დავასრულებთ.
ერთად ჭიათურის გამარჯვებისთვის”, – აღნიშნა მან.