სალომე სამადაშვილი: უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” არჩევნების წინ

“უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” არჩევნების წინ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოსა და ბრიუსელის ურთიერთობებში მთავარი თემა არის მიშელის დოკუმენტი.

“ახლა მიმდინარეობს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება ბრიუსელის მხრიდან, რომელიც მიღებული იქნება საპასუხოდ, თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შეთანხმებას აღარ აღიარებენ. დღევანდელი შეხვედრა არის ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამუშაო შეხვედრა, როდესაც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” არჩევნების წინ”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები