26 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 065 848 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 065 848 აცრა.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 734 112 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 25.7%.

“სრულად ვაქცინირებულია 331736 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 11.6%.

25 აგვისტოს აიცრა 26 700 ადამიანი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები