ტატო ლილუაშვილი: “DMO იმერეთი” ყოველთვის ხელს შეუწყობს Wizz Air-თან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით, ქუთაისს კომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯერები სტუმრობდნენ.

Wizz Air-ის დირექტორი – ოვეინ ჯონსი და აეროპორტის განვითარების მენეჯერი – ვიქტორია სულე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, სტუმრებმა, “DMO იმერეთის” ორგანიზებით მოწყობილი ექსკურსიის ფარგლებში, ქუთაისი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.

“დღეს ჩვენ Wizz Air-ის ტოპ მენეჯერებს ვუმასპინძლეთ, ქუთაისისა და რეგიონის ტურიზმის განვითარებაში კომპანიის წვლილი ძალიან დიდია, შესაბამისად, “DMO იმერეთი” ყოველთვის ხელს შეუწყობს არსებული კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას”, – განაცხადა “DMO იმერეთის” ხელმძღვანელმა, ტატო ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები