სალომე ზურაბიშვილი პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილს ტოკიოს თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილს ტოკიოს თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.

“საქართველოს პირველი მედალი პარალიმპიურ თამაშებზე”, – წერს პრეზიდენტი.

ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავე, ნინა თიბილაშვილი ნახევარფინალში გავიდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე უკრაინელ ევჰენია ბრეუსს შეხვდება. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 14 პარასპორტსმენით სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები