ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში 59 პაციენტი მკურნალობს
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში 59 პაციენტი მკურნალობს.
როგორც საველე ჰოსპიტალის კოორდინატორი, მერაბ ჩიქოვანი საქართველოს პირველ არხთან ამბობს, ყველა მათგანი საშუალო სიმძიმისაა.
„ამ ეტაპზე, ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 59 საშუალო სიმძიმის პაციენტი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ერთი პაციენტი გადაყვანილი იქნა მცხეთის „ჯეო-ჰოსპიტალში“. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას, მეტწილად, არიან ჟანგბადდამოკიდებულები.
ჰოსპიტალში ადგილების მომზადება ხდება ეტაპობრივად და, როგორც თავიდანვე ითქვა, 200 საწოლამდე ავალთ უახლოეს მომავალში. გვაქვს თავისუფალი ადგილები, მუდმივად ვართ სატელეფონო ზარებზე. პაციენტების სელექცია ხდება შესაბამისი სიმძიმის მიხედვით და, საჭიროების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მათი შეყვანა. პაციენტები არიან ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფილნი“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.