ტრამპი: ამერიკული არმია გაიქცა და ავღანეთში ათასობით ამერიკელი მძევლად დატოვა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთში ათასობით ამერიკელი მძევლად ჰყავთ.

ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.

”როგორ ბედავს ბაიდენი, აიძულოს ჩვენი სამხედროები, გაიქცნენ ბრძოლის ველიდან იმ სიტუაციაში, როდესაც ათასობით ამერიკელი მძევლად ჰყავთ. ავღანეთს, ქაბულს მტკიცედ ვაკონტროლებდით მხოლოდ 2500 ჯარისკაცით და ჩვენ ეს გავანადგურეთ, როდესაც მათ გაქცევა მოსთხოვეს!”, – ამბობს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები