ეგვიპტეში განაცხადეს, რომ პანდემიის მეოთხე ტალღაში შევიდნენ

ეგვიპტე კორონავირუსის მეოთხე ტალღაში შევიდა, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა, მუაჰამად ტაგ ედ-დინმა.

“შევედით კორონავირუსის მეოთხე ტალღაში. შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მას შემდეგ, რაც ტალღის პიკს მივაღწევთ, რიცხვები შემცირდება”, – განაცხადა მან ტელეკომპანია Shams-თან საუბარში.

მისივე თქმით, ახალი პაციენტების უმრავლესობას დაავადების მიმდინარეობა მსუბუქი და ზომიერია, მაგრამ, შემთხვევების რაოდენობის მატებასთან ერთად, გაიზრდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება აფრთხილებდა მოქალაქეებს მასობრივი შეკრებების თავიდან არიდების აუცილებლობის შესახებ, მათ შორის, რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ასევე, რამდენიმეათასიან კონცერტებზე დასწრებისგან.

”დაავადება არსად გამქრალა”, – თქვა მან.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში რეგისტრირებულია დაავადების 286 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 16 ათასზე მეტი პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები