აშშ რუსეთის მგზავრებს ურჩევს ბორტზე კბილის გელი არ აიტანონ

ამერიკის შეერთებული შტატები ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს რუსეთში და რუსეთიდან ავიარეისებისას ბორტზე ხელბარგით კბილის გელის ატანის უფლება მგზავრებს არ მისცენ. ამერიკული სპეცსამსახურების ცნობით, კბილის გელის ტუბში, შესაძლოა, სხვადასხვა ნივთიერება იყოს მოთავსებული, რომლის დახმარებითაც, შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმფრინავშივე მომზადდეს. ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები არ ამბობენ, აქვთ თუ არა ინფორმაცია კონკრეტული საფრთხის ან დაგეგმილი თავდასხმის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები