ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს დაწესებულებების სიას, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00 საათამდე;

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00 საათამდე შესვენების გარეშე;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე შესვენების გარეშე;

„ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30 საათამდე;

სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“ (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია „სინოფარმის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00 სთ.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები