გია აბაშიძე: საკითხავია, როდის გახდა აკაკი ბართაია პოლიტიკოსი? ტრაგიკომიკურია, რომ “პოლიტიკოს” ბართაიას იცავენ ადამიანები, რომლებიც თავად აკავებდნენ მას

“საკითხავია, როდის გახდა აკაკი ბართაია პოლიტიკოსი? ტრაგიკომიკურია, რომ “პოლიტიკოს”
ბართაიას იცავენ ადამიანები, რომლებიც თავად აკავებდნენ მას”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბართაიას პრობლემები ჰქონდა სამართალთან. ამას ადასტურებს ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა ფიგურანტიცაა.

,,გიორგი გახარიას გუნდის დაკავებული მხარდამჭერი, აკაკი ბართაია ამტკიცებს, რომ მასზე მუქარა პატიმრობაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა.

ბატონ ბართაიას პრობლემები ჰქონდა სამართალთან. ამას ადასტურებს ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა ფიგურანტიცაა.  ჯგუფური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული ბართაია, ამ მორიგი სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე გირაოთი იყო გათავისუფლებული.

პოლიციამ ე. წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის (ლავასოღლი) აქტიური მხარდამჭერის მანქანიდან ამოიღო იარაღი და დააკავა კანონდამრღვევი ბართაია. ამ ფაქტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, საზოგადოების წინაშე უპასუხისმგებლობაა!

საკითხავია, როდის გახდა აკაკი ბართაია პოლიტიკოსი? ტრაგიკომიკურია, რომ “პოლიტიკოს”
ბართაიას იცავენ ადამიანები, რომლებიც თავად აკავებდნენ მას. მაშინ მისი ქმედებები კანონდარღვევა იყო და ახლა თუ პოლიცია დააკავებს შეიარაღებულს, პოლიტიკური დევნაა?

ნაცსექტა და აწ უკვე გახარიას პარტია ცდილობენ, რომ თავისი საქმის ერთგულ პოლიციელებს პოლიტიკური სარჩულებით მიაყენონ ჩრდილი. ეს დაუშვებელია!

წინ არის სასამართლო განხილვები, სადაც გაირკვევა ჭეშმარიტება”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები