კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 40-მდე ადამიანი

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რომელშიც 40-მდე მიგრანტი იმყოფებოდა.

BBC წერს, რომ, მაღალი ალბათობით, ყველა მათგანი დაღუპულია – ერთი ქალის გარდა.

მისი თქმით, ნავში დასავლეთ აფრიკელები იმყოფებოდნენ.

სამაშველო დაცვამ ამ დროისთვის ორი ცხედარი ამოიყვანა წყლიდან.

წელს დასაველეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებზე მოხვედრა 7 500-მა მიგრანტმა სცადა. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, მათი რიცხვი გაორმაგებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები