ქაბულის აეროპორტიდან უკვე 9 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

“თალიბანის” მიერ ავღანეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა 16 აგვისტოდან 9 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. თუმცა, ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ელოდება თავის რეისს.

კერძოდ, ბუნდესვერმა 1640-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა. გვიან ღამით, ტაშკენტის აეროპორტში ბუნდესვერის კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ბორტზე 184 ადამიანი იმყოფებოდა. ჯამურად, ბუნდესვერმა ქაბულიდან ტაშკენტამდე 11 რეისი განახორციელა.

სამაშველო ოპერაციაში ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ, მათ შორის, საფრანგეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი.

15 აგვისტოს “თალიბანის” მიერ ქაბულის დაკავებისა და ავღანეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდგომ, ათასობით ადამიანი საერთაშორისო აეროპორტისკენ დაიძრა იმ იმედით, რომ მათ ქვეყნიდან წაიყვანენ.

ავღანეთის დატოვებას უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდა ის ავღანელები და მათი ოჯახის წვერები ცდილობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ადგილზე აშშ-ის უწყებებზე მუშაობდნენ. მათ “თალიბანის” მხრიდან შურისძიების ეშინიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები