ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავიდან 19 წლის ავღანელი ფეხბურთელი გადმოვარდა და დაიღუპა
ქაბულის აეროპორტიდან 16 აგვისტოს ხალხის ევაკუაციის დროს თვითმფრინავიდან გადმოვარდნილებიდან და დაღუპულთაგან ერთ-ერთი 19 წლის ავღანელი ფეხბურთელი ზაკი ანვარია, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრი იყო.
მისი დაღუპვის ფაქტს ავღანეთის მთავრობაშიც ადასტურებენ.
“თალიბანის” მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, ასობით ავღანელი ჰამიდ ყარზაის სახელობის აეროპორტისკენ დაიძრა.
სხვადასხვა ცნობით, აეროპორტში ქაოსის დროს დაიღუპა 12 ადამიანი. მათ შორის ორი აფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.