გერმანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტში ბოლო ანგარიშში აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო.
ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
”აშკარად ვხედავთ მეოთხე ტალღის დაწყებას, რომელიც უკვე ძალას იკრებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში,” – ნათქვამია დოკუმენტში.
აღინიშნება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ეს 2020 წლის ზაფხულში იყო და ამჯერად – 10-დან 49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
ინსტიტუტში ამბობენ, რომ დადებითი ტესტების მაჩვენებელი გაიზარდა 4% -დან 6% -მდე. მათივე თქმით, ქვეყენაში დომინირებს “დელტა” შტამი, ის ვლინდება დაავადებულთა 99% -ში.
ასევე, უმნიშვნელოდ, მაგრამ გაზრდილია იმ პირთა რიცხვი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.
ამჟამად, გერმანიაში ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 64%, 58%-ზე მეტმა ორივე დოზა მიიღო.