“ისლამურმა სახელმწიფომ” სომალის ქალაქი დაიკავა

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა სომალის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, პუტლენდის შტატში ქალაქი ბალიდჰიდინი დაიკავეს.

ამის შესახებ ადგილობრივი პორტალი  Garowe Online წერს.

ინფორმაციის თანახმად, ტერორისტების ჯგუფები ქალაქში 18 აგვისტოს შევიდნენ, სამთავრობო დანაყოფებთან ბრძოლების შემდეგ.

პუნტლენდის შტატის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოკლულია რაიონის ადმინისტრაციის უფროსი. Garowe Online წერს, რომ ბალიდჰიდინი სომალის პირველი ქალაქი გახდა, რომელიც “დაეშს” დაექვემდებარა.

სომალიში დაჯგუფების პირველი დანაყოფები 2015 წელს გაჩნდნენ. ქალაქის ამჟამინდელ აღებამდე, ისინი ძირითადად მოქმედებდნენ გოლისის მთებში, სადაც მათი ბაზებია განთავსებული.

ექსპერტების შეფასებით, მათი რიცხვი 400-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები