პაკისტანში შიიტების მსვლელობაზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები
აღმოსავლეთ პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში, ქალაქ ბაჰავალნაგარში შიიტი მუსულმანების მსვლელობისას ძლიერი აფეთქება მოხდა.
მომხდარის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული.
ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
აფეთქების ფაქტს პოლიციის წარმომადგენელი – მოჰამედ ასადმი და შიიტების ლიდერი – ჰავარ შაფკატმი ადასტურებენ.
შაფკატის თქმით, აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც მსვლელობა ხალხმრავალ რაიონს გადიოდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
თვითმხილველების თქმით, ქალაქში დაძაბულობა შეინიშნება, შიიტები თავდასხმის წინააღმდეგ გამოვიდნენ და შურისძიებას ითხოვენ.
დღეს შიიტები აღნიშნავენ აშურას – მე-7 საუკუნეში იმამ ჰუსეინის, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გლოვის დღეს.