ქალაქ საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი არეალის მოწყობა იგეგმება

18 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ საგარეჯოში, თამარ მეფისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე მრავალფუნქციური სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
 “პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტში წარმოადგენილია:
სკვერთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა;
შშმ პირთათვის ადაპტირებულ პანდუსი;
საბავშვო-გასართობი მოედნის და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა;
სკვერში საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილებით;
ბილიკებს შორის მოეწყობა გამწვანება;
 სასმელი წყლის ფანტანისა და დასასვენებელი ჯიბეების მოწყობა სკამებითა და სანაგვე ურნებით;
სპორტული საკალათბურთო მოედნისა და ქუჩის ტრენაჟორების მოწყობა.
ბილიკების გასწვრივ დეკორატიული განათების, ლამპიონისა და დეკორატიული ღობის მოწყობა.
სკვერში მოეწყობა ახალი მონოლითური კედლები, ფანჩატური და  საპირფარეშო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები