ქაბულის აეროპორტში სულ 12 ადამიანია დაღუპული

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ, რაც “თალიბანმა” ქვეყანაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, 12 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი “თალიბანისა” და ნატო-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც “თალიბანის” წარმომადგენელმა თქვა, ადამიანების გარდაცვალება იყო გამოწვეული ჭყლეტით ან გასროლებით. მანვე აეროპორტში შეკრებილებს მიმართა, დაბრუნდნენ სახლებში, თუ არ აქვთ კანონიერი უფლება, ქვეყანა დატოვონ.

“აეროპორტში არავისთვის ზიანის მიყენება არ გვსურს”, – თქვა მან.

მანამდე იყო ცნობილი, რომ აეროპორტში 17 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები