ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მისია 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 31 აგვისტოს შემდეგაც შეიძლება, დარჩნენ.

 

ამის შესახებ მან АВС-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კონცენტრირებულია იმაზე, რომ მისია 31 აგვისტოს დასრულდება, თუმცა, აღიარა, რომ ის შეიძლება, გაგრძელდეს.

 

”ამერიკელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ამას 31 აგვისტომდე შევეცდებით. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ზუსტად განვსაზღვრავთ, ვინ დარჩა. და თუ ამერიკის მოქალაქეები დარჩებიან, ჩვენ დავრჩებით მანამ, სანამ ყველა მათგანს არ გამოვიყვანთ”, – თქვა ბაიდენმა.

 

შეერთებული შტატების მეთაურმა დასძინა, რომ იმ 10-15 ათასი ამერიკელის გარდა, რომლებიც ევაკუაციას საჭიროებენ, არის ასევე 50-დან 65 ათასამდე ავღანელი, რომელთა ევაკუაციაც აშშ-ს სურს.

 

მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია და იქნება თუ არა შესაძლებელი 5-7 ათასი ადამიანის ყოველდღიური გაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები