მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 90 მეტრიანი ხიდი შენდება. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყო ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.
ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ნუგზარ ცანავასთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული ხიდი ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – წერია ინფორმაციაში.