ფაშინიანმა სომხეთის განვითარების 5-წლიანი პროგრამა წარადგინა, რომელშიც საქართველოც მოხვდა

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის 5-წლიანი პროგრამა წარადგინა, რომელიც დასამტკიცებლად ეროვნულ სათათბიროს გაეგზავნება.

პროგრამა 6 ნაწილისგან შედგება, ესენია: “უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა”, “ეკონომიკა”, “ინფრასტრუქტურის განვითარება”, “ადამიანური კაპიტალის განვითარება”, “სამართალი და სამართლიანობა” და “ინსტიტუციური განვითარება”.

როგორც ფაშინიანის თქვა, მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომის მძიმე შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა სომხეთის საგარეო ვითარება – ამ შედეგებმა არა მხოლოდ გაამძაფრეს არსებული გამოწვევები, არამედ ახალი გამოწვევები დაისახა.

სომხეთის პირველმა პირმა მთავრობის უპირველეს ამოცანად დაასახელა ნდობის ატმოსფეროს გაძლიერება და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთი გააგრძელებს სამოკავშირეო ურთიერთობის განმტკიცებასა და გაფართოებას რუსეთთან. მათ შორის, სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ, კულტურულ სფეროებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიიღება ზომები სომხურ-რუსული პოლიტიკური დიალოგის უმაღლეს დონეზე გასააქტიურებლად, რუსეთთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად ევრაზიულ კავშირში, დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ სომხეთის მთავრობა იმუშავებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, გააფართოებს ურთიერთობას დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

ასევე, სომხეთი გააძლიერებს ურთიერთობას საფრანგეთსა და ევროკავშირის ქვეყნებთან, ირანთან, საქართველოსთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები