ტრამპი: ავღანეთის არმია ფულის სანაცვლოდ იბრძოდა, როგორც კი შეუწყდა აშშ-სგან დაფინანსება, მაშინვე დანებდა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ავღანური არმიისთვის გადაცემული ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები ამიერიდან რუსეთის შესწავლის საგანი გახდება.

ამის შესახებ მან FoxNews-სთან საუბრისას თქვა. ​

“მილიარდობით, მილიარდობით დოლარი. უახლესი ვერტმფრენები – Black Hawk, რომელსაც ახლა შეისწავლის რუსეთი, ჩინეთი და სხვა ნებისმიერი, რადგან ეს არის საუკეთესო ტექნიკა მსოფლიოში”, – აღნიშნა ტრამპმა.

მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-მა წამოსვლამდე არ გაანადგურა ტექნიკა, რომელიც ამჟამად “თალიბანის” ხელში მოხვდა.

მისივე შეფასებით, ავღანეთის არმია ამერიკული დოლარების სანაცვლოდ იბრძოდა და როგორც კი დაფინანსება შეწყდა, ის დანებდა.

“მე ვიკითხე, რატომ ებრძვიან ავღანელი ჯარისკაცები “თალიბანს”. სხვადასხვა ადამიანმა ძალიან საშინელი ინფორმაცია მომაწოდა: მათ აქვთ ყველაზე დიდი ხელფასი მსოფლიოში ჯარისკაცებს შორის. ისინი ამას ხელფასისთვის აკეთებდნენ და როგორც ჩვენ შევწყვიტეთ ფულის გადახდა, როგორც კი წავედით, მათ შეწყვიტეს ბრძოლა“, – განმარტა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა შტატების წლიური ბიუჯეტი ავღანეთის ოპერაციაზე რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს შეადარა.

“ჩვენ ვხარჯავდით 42 მილიარდ დოლარს წელიწადში. დაფიქრდით, 42 მილიარდს. როგორც მე მესმის, რუსეთი ხარჯავს 50 მილიარდს წელიწადში მთელს არმიაზე და ჩვენ 42 მილიარდს ვხარჯავდით”, – თქვა ტრამპმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს წლიდან წლამდე ხდებოდა და ამის სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს არაფერი მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები