თუ ავღანეთი ტერორისტული ჯგუფებისთვის ისევ გახდება პლატფორმა, სტოლტენბერგი “თალიბანს” მკაცრი ზომებით ემუქრება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს შეუძლია, ავღანეთზე დარტყმა მიიტანოს, თუ დაინახავს, რომ ქვეყანაში ტერორისტული ჯგუფები დაბანაკებას იწყებენ.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “თალიბანთან” 2020 წლის თებერვალში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ აშშ წყვეტს თავის სამხედრო მისიას ავღანეთში და “თალიბები” დათანმხდნენ, რომ ქვეყანა კვლავ არ გახდება პლატფორმა ტერორისტული დაჯგუფებებისათვის, რომლებიც გეგმავენ თავდასხმებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.

“ჩვენ ველით, რომ “თალიბანი” დაიცავს ამ შეთანხმებებს. ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შორიდან მოვახდინოთ ტერორისტულ დაჯგუფებებზე დარტყმა, თუ დავინახავთ, რომ ისინი კვლავ ცდილობენ ფეხის მოკიდებასა და ორგანიზებული თავდასხმების დაგეგმვას”, – განმარტა იენს სტოლტენბერგმა.

მან აღიარა, რომ ახლა ქვეყანაში “ტრაგედია ხდება”, მაგრამ ისიც თქვა, რომ ავღანეთის მისია დადებითი იყო, რადგან მოხდა ტერორისტული დაჯგუფებების მნიშვნელოვანი შესუსტება, რაც ამ მისიის მიზანს წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები