ავღანეთის ვიცეპრეზიდენტმა თავი ქვეყნის დროებით მეთაურად გამოაცხადა

ავღანეთის ვიცეპრეზიდენტმა, ამრულა სალეხმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პირობებში ქვეყნის დროებითი ხელმძღვანელია და ამ სტატუსში უკავშირდება მსოფლიო ლიდერებს, მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

როგორც მან Twitter-ში დაწერა, “ავღანეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არყოფნის, გაქცევის, გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, პირველი ვიცეპრეზიდენტი ხდება დროებითი პრეზიდენტი. მე ჩემს ქვეყანაში ვიმყოფები და ლეგიტიმური დროებითი პრეზიდენტი ვარ. მე ვუკავშირდები ყველა ლიდერს, რათა მათი მხარდაჭერა და თანხმობა მოვიპოვო.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები