გერმანია აჩერებს ავღანეთის განვითარებაზე მიმართულ ფინანსურ დახმარებას

მას შემდეგ, რაც ავღანეთში ხელისუფლება ხელში ისლამისტურმა დაჯგუფება “თალიბანმა” ჩაიგდო, გერმანიამ ქვეყნის განვითარებისთვის მიმართული სახელმწიფო ფინანსური დახმარება შეაჩერა.

ამის შესახებ გერმანიის განვითარების მინისტრმა, გერდ მიულერმა თქვა, –  იტყობინება Spiegel-ი.

ავღანეთის დატოვება უსაფრთხოდ მოახერხა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ყველა გერმანელმა და საერთაშორისო თანამშრომელმა, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო განვითარების დახმარებაზე.

ავღანეთი ამ დრომდე განვითარებისთვის მიმართული გერმანული დახმარების ნომერ პირველი მიმღები ქვეყანა იყო.

მხოლოდ წელს 250 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი, მაგრამ თანხა ჯერ გადარიცხული არ ყოფილა. გარდა ამისა, ავღანეთი სახსრებს სხვა დეპარტამენტისგანაც იღებდა, მაგალითად, ჰუმანიტარული დახმარებისთვის ან პოლიციის სწავლებისთვის. გერმანია წელს ქვეყანას, ჯამურად, 430 მილიონ ევროს ჰპირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები